(მცირე ნაწყვეტი ჩემი ერთ-ერთი სტატიიდან)
"საკმაოდ ძლიერია ის აშკარა რეალობა, რომ ჩვენ მორალური არსებები ვართ, რომელთაც ძალუძთ განასხვაონ სწორი და არასწორი. არ არსებობს არანაირი სამეცნიერო საფუძველი ასეთი ეთიკისა."
ოქსფორდის უნივერსიტეტის მათემატიკის პროფესორის, ჯონ ლენოქსის ეს ფრაზა იმანუელ კანტის (ფილოსოფოსის) აზრსა და გამოცდილებებას მახსენებს. რომელიც ამბობდა რომ : " .ორი რამ ავსებს ჩემს სულს საკვირველებით:ვარსკვლავებით მოჭედილი ცა ჩემს ზემოთ და მორალური კანონი ჩემში. ".
ადამიანში მორალური პრინციპი ჩიხში აყენებს ბევრ ათეისტსა თუ სკეპტიკოსს, რომლებიც ადამიანის ქმნილების შექმნას სამყაროში, ცდილობენ ღმერთის შემოქმედითობის გარეშე უპოვონ ახსნა და მიემხრონ მხოლოდ ფიზიკური კანონების მოქმედებას სამყაროში, მაგრამ ამის გააზრებით მივხვდებით, რომ ფიზიკურ კანონებს არ შეუძლიათ ღმერთის არსებობა-არარსებობის ახსნა და (უფრო ახლო) - ადამიანში მორალური პრინციპის მყოფობა და მისი მოქმედება... ფიზიკური კანონების დიდი შესაძლებობების მიუხედავად, ისინი ვერ ახსნიან ჩვენში ისეთი უნარებისა და განცდების მოქმედებას და არსებობას როგორიცაა ტყუილი,სიმართლე შური , სიხარული და ა.შ. ეს როგორ აიხსნება ფიზიკით? რა თქმა უნდა ვერ აიხსნება...
ფიზიკურ კანონებს შეუძლიათ ახსნან საგანთა მოქმედება,მოვლენების განვითარება, მაგრამ არა მათი შინაგანი "საიდუმლო" ,რაც მათ ამოძრავებს ჩვენში და ბადებს. ფიზიკას არ შეუძლია მათი ამოქმედება ჩვენში და დაბადება. მორალი რომელიც ჩვენში დევს მის გამოვლინებამდე, დაფარული და ინტიმურია სხვისთვის,რომელიც აუცილებლად სხვას - ჩვენს მორალზე მაღალ კეთილგონიერს უნდა ჩაედო და მოეცა ჩვენში (მორალის განცდის უნარი...).
ამიტომ თუ არსებობს მორალი, როგორც დაფარული და ასევე გამოვლინებადი, ის განუყრელია შინაგანი სინდისისგან და გულისგან... ამიტომ მისი განცდა და დაბადება არ შეუძლია მხოლოდ გონებას... გონებას მისი წარმართვის და ამაღლება დამდაბლების უნარი აქვს, რომელიც თანამყოფადია სინდისის, და მისგან გამომდინარე იწყებს ამა თუ იმ საკითხის განსჯას.

იყვნენ და არიან ადამიანები რომელთაც არ სწამდათ და არ სწამთ ღმერთის არსებობის, მაგრამ მათი ცხოვრება წარმოუდგენელია მორალური ქმედებებისა და მათი განცდების გარეშე . მათ ყველას მორალური წესრიგი ამოქმედებს და ანიჭებს ცხოვრებისეულ აღქმას - თუ რა არის ცუდი და რა არის კარგი. ამის გარეშე დარღვეული იქნება ცხოვრებისეული წესრიგიც და მარტივად რომ ვთქვათ "დავერევით" ერთმანეთს, ის შინაგანი კეთილგონიერი ხმა რომ არ გვაჩერებდეს ან გვამოქმედებდეს - რასაც მორალი ჰქვია.
დოსტოევსკი წერს რომ "თუ არ არსებობს ღმერთი, მაშინ ყველაფერი შესაძლებელია." (და რა არის ღმერთი? თუ არა ზემორალური არსება და ზემორალური სახე,თავისი სწავლებითა თუ ინდივიდუალური განცდით. (ზოგისთვის პირდაპირ მორალია - 'ღმერთი" ).)
რაც ყველაფრის გაკეთებას და ჩადენას შეუძლებლად გვისახავს ეს მორალური პრინციპია ჩვენში -შინაგანი ხმა... (სინდისი-ღვთის ხმა ან უცნობი ზეკეთილგონიერი ხმა. - რაც გენებოთ ის დაარქვით).

ზურა მურვანიძე ნაწყვეტი სტატია :"დიალოგი ათეიზმთან"