ავტორი : ზურა მურვანიძე
კალმასობა და ბერი იონა ხელაშვილი გურიაში
,,ნეტარ შენ ყოფილიყავ ჩვენი ჯუმათელი,ბევრს რამეს გვასწავლიდითო!’’
გურიის შესახებ ცნობებით, ისტორიითა და კულტურით დაინტერესებულთათვის ვფიქრობ საინტერესო უნდა იყოს XVIII-XIX საუკუნის გურიის ყოფა-ცხოვრებიდან რამდენიმე ნარატივის გაცნობა. რომელსაც ვაწყდებით იოანე ბატონიშვილის ენციკლოპედიურ და ისტორიულ თზულებაში, ,,კალმასობა’’(XVIII ს.)იგივე (ხუმარსწავლა’’) წიგნში გადმოცემული ამბები ასახავს მე-17 -ე მე-18-ე საუკუნის საქართველოს ყოფით ცხორებას ,კულტურულ, პოლიტიკურსა და სოციალურ მდგომარეობას. ხშირად ავტორი, წიგნის მთავარი გმირის ,,იონა იგივე იოანე ხელაშვილის“ პერსონაჟის მეშეობით (რომელიც გლეხ ვინმე ,,ზურაბა ღამბარაშვილთან’’ ერთად მოგზაურობს აღმოსავლეთ და დას. საქართველოს კუთხეებში საკალმასოდ.) საკუთარ ცოდნასა და მოსაზრებებს,
დამოკიდებულებას ,,ახმოვანებს’’.
ავტორი ნაწარმოებში გვიჩვენებს რეალურ ამბებს ცოცხალი, იუმორით სავსე საუბრებითა და მხატვრული ხერხებით, რაც მთავარი და მნიშვნელოვანია - მთელი წიგნი დასურათებაა იმ დროში საქართველოს კუთხეებში არსებული და გავრცელებული ცოდნისა და მსოფლმხედველობის. ავტორი საუბრობს ჰუმანიტარული და საბუნებისმეტყველო საკითხების შესახებ, თითქმის ყველა დარგიდან ტექსტის შინაარსს ახასიათებს მეცნიერული განხილვა და ანალიზები,ავტორის მიერ გამოყენებულია რუსული და უცხოური წყაროების თარგმანები.
იოანე ბატონიშვილი
ცოტა რამ ავტორის შესახებ: იოანე ბატონიშვილი(1768-1830) ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფის, გიორგი XII -ის ვაჟი გახლავთ. ტახტის მემკვიდრე დავითის ძმა.(ერეკლე II-ს შვილიშივილი) იგი გარდა ამისა ქართველი სახელმწიფო მოღვაწე, განმანათლებელ-ენციკლოპედისტი, ლექსიკოგრაფი,და ამასთანავე ბრწყინვალე მებრძოლი და სარდალი იყო.რომელზეც ამბობდნენ : ,,ქრიტიანობაში არ ფილოსოფოსობსო, და ფილოსოფიაში არ ქრიტიანობსო“.-(სხვათა შორის კრწანისის ბრძოლისას საკუთარი სიცოცხლის ფასად გამოუყვანია პაპამისი ერეკლე მეფე ალყიდან, და დატყვევებას გადაურჩენია. იოანემ 1759 წელს შეადგინა სახელწმიფოებრივი რეფორმათა გეგმა ,,სჯულდება’’ რომელიც მამას, გიორგი XII-ს წარუდგინა ქართლ-კახეთში გასატარებლად, რომელიც სხვა დანარჩენ საკითხებთან ერთად თვეში ,,ორჯერ’’ გაზეთის დაბეჭდვას, ბიბლიოთეკა-მუზემუმისა და თბილისში გორსა და თელავში სასწალებლების გახსნას ითვალისწინებდა/ რუსეთის იმპერიის ,,წყალობით’’ მათი განხორვიელება ვერ მოხერხდა. გიორგი XII გარდაიცვალა და იოანე რუსეთში გადავიდა საცხოვრებლად. იოანე ბატონიშვილი თარგმნიდა რაზეც ხელი მიუწვდებოდა და როგორ, ყველაფერს, მისი დანატოვარი ნაშრომების ძირითადად ცნობილი ნუსხა შემდეგია :
⦁ ბაგრატი იოანე, „შემოკლებით აღწერა საქართველოსა შინა მცხოვრებთა თავადთა და აზნაურთა გვარებისა“, თბ. 1997.
⦁ იოანე ბატონიშვილი, „სჯულდება“, 1957.
⦁ იოანე ბატონიშვილი, „კალმასობა“, ტ.I, თბ.,1936,ტ. II,თბ.,1948.
⦁ იოანე ბატონიშვილი, „ხუმარსწავლა“ (კალმასობა),ტ.I თბ.,1990, ტ.II, თბ.,1991.
⦁ იოანე ბატონიშვილი, ⦁ „⦁ ქართლ⦁ -⦁ კახეთისაღწერა⦁ “, 1986.
(ორიგინალიდან : რედაქტირებულია თანამედროვე ქართულ სალიტერატურო ენაზეზ.მ.)
,,კალმასობის'' გმირი, ქვათახევის მონასტრიდან წინამძღვრის დოსითეოსის კურთხევით შემოწირულობის შესაგროვებლად მოსიარულე ბერი, იონა (იოანე) ხელაშვილია, (ძვ, დიაკონ-მონაზონი), ქიზიყელი კაცი, სამეფო ოჯახისა და სამშობლოს გულშემატკივარი, სერიოზული,მკაცრი დინჯი და პირშიმთქმელი ხასიათით. რის გამოც ეს მოგზაურობაც ფათერაკებით და "ხმაურიანი ამბებით" არის სავსე. იონას პერსონაჟი განსწავლული პიროვნებაა რელიგიასა და ფილოსოფიაში,ასევე სხვადასხვა საბუნებისმეტყველო თუ ჰუმანიტარული მეცნიერებების დარგებში.
(ხალხში სახელი გავარნოდა ალავერდში აქვს ნაქადაგები-ო’’ როგორც ზემოთ ვთქვით, ბერი იონა ხელაშვილი ,, გლეხ ზურაბა ღამბარაშვვილთან ერთად მოგზაურობს იმდროინდელ საქართველოს კუთხეებში., მოგზაურობისას ერთ-ერთი სტუმრობის შემდეგ, რომელიც უკავშირდებოდა სამეგრელოში (ოდიშის) მთავართან და დედოფალთან სტუმრობას. დიდის პატივისცემით გამოსტუმრებულმა გურიაშიც აუცილებლად გამოიარა. ბერი იონა მოვიდა გურიას და რათქმაუნდა გურიელსაც ეახლა.
ეს შეხვედრა ასახავს იმდროინდელ ეპიზოდურ ცოდნას მაშინდელი გურიის სამთავროსა და მთავრის შესახებ და უფრო მეტადაა გამახვილებული ყურადღება მაშინდელ საქართველოში ჯერ კიდევ ფეხმოუკიდებელ ვაჭრობაზე - როგორც საქმესა და შემოსავალზე. ასევე იმდროინდელ ცოდნა-წარმოდგენებს დანარჩენი მსოფლიოს შესახებ.
ეს ის პერიოდია, როცა იმერეთის აჯანყების ამბები ,,იძვრება'' საქართველოში.
ამ დროს გურიის მთავარი გახლდათ ქაიხოსრო VI გურიელი,(ქაიხოსრო ბატონიშვილი) გიორგი V გურიელის ვაჟი. დიდად განსწავლული კაცი,რომელსაც თურმე განათლება გელათის აკადემიაში მიუღია, ამბობენ, რომ ფლობდა ლათინურსა და ბერძნულ ენებსაც. იგი გურიის სამთავროს რეგენტი იყო 1797-1809 წლებში.
,,გურიის სამთავრო’
ცნობისთვის :
1792 წელს გარდაიცვალა გურიის მთავარი სიმონ გურიელი (ზემოხსენებული ქაიხოსრო გურიელის ძმა). რადგანაც მისი პირდაპირი მემკვიდრე ვახტანგი არასრულწლოვანი გახლდათ, დიდი ხნით ადრე ტახტის მსურველ უმცროს ძმას ვახტანგ გურიელს დაეკისრა.რომელმაც გამთავრება გადაწყვიტა და თავი გურიელად გამოაცხადა. ამით შეწუხებულმა გურიელის ქვრივმა, მარინემ,დახმარება უფროს ძმას ქაიხოსროს სთხოვა, რომელიც შემოქმედის ეპისკოპოსად კურთხევისთვის ემზადებოდა.ქაიხოსრო მოვიდა გურიას (,,შემოვარდა ლესაში") ,აიღო სასახლე და სანამ პატარა მამია გაიზრდებოდა სამთავროს ტახტზე საკმაო ხნით დაჯდა.ეს კაცი არაერთი პოლიტიკური თუ სამხედრო საქმეში გამოჩენილი გახლავთ,როგორც გურიის ისე დანარჩენი საქართველოს ისტორიაში. ამაზე შემდეგში ვისაუბრებთ ვრცლად. ახლა კი ნაწარმოებს ,,კალმასობას" დავუბრუნდეთ.
როგორც ავტორი გვაუწყებს : იონა ..გურიას კეთილად შეიწყნარეს", დააბინავეს და ,,კაცნი მიუჩინეს'', (რამდენიმე ადამიანს ჰქონდა დავალებული რომ სტუმრებისათვის ყურადღება მიექციათ.) ამ ყველაფრის მიუხედავად, მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ ისურვა თურმე გურიელმა იონას თავისთან მიღება. (მასპინძელი ზემოთხსენებული ქაიხოსრო IV გურიელია). ტექსტიდან გამოდინარე ..სალამი'' კეთილი უჩანს ბერის მხრიდანაც ასე მიესალმა გურიელს : ,,მშვიდობით სცოცხლოდეთ მთავარო გურიისაო" გურიელმა მადლობა ჩამოართვა და მოიკითხა. ჩამოსხდნენ და იმუსაიფეს,ისადილეს და ნათქვამია ,,ჭკვიანი კაცი ჭკვიან კაცს სცნობსო" მთავარსა და იოანეს ერთმანეთთან შეხვედრამ და საუბარმა ფრიად სასაიამოვნო შთაბეჭდილება და ერთგვარი ინტერესი დაუტოვა. ამ შეხვედრიდან რამდენიმე დღის შემდეგ, გურიელმა შავი ზღვის პირის მონახულება გადაწყვიტა და იოანეც ასე მოულოდნლად თან წაიყოლა.
გურიელები გრიგოლეთის სანაპიროზე ინსპექციას ატარებდნენ და როცა გემები დგებოდნენ იღებდნენ ბაჟს (გადასახადს), ეს ასე ვთქვათ გურიელთათვის შემოსავლიანი და ,,კაი საქმე იყო"
იონას ზღვა არასდროს ენახა (ამ დროის ქართველები ,,გოგჩით' არიან გატაცებულნი. ა.მ.) მან პირველად ზღვა გურიაში, მთავარ გურიელთან სტუმრობისას, ნახა. ასევე პირველად ნახა ხომალდი, რომლის ფორმისა და მუშაობის/გამოყენების პრონციპების შესახებაცსაკმაო თეორიული ცოდნა გააჩნდა, თუმცა ახლოდან არასოდეს ენახა. ხომალდის ხილვით ნასიამოვნებმა გურიელს სთხოვა გემზე ასვლისა და დათვალიერების ნებართვა, რათა უფრო ახლოდან, შიგნიდანეხილა ყოველივე.იოანემ მოავლო თვალი ყველა დეტალს ხომალდისას და ,,გაშინჯა"(კალმ.ტ.2), ამ დროს მან დაინახა "ყიბლამა" ანუ კომპასი და გახურდა გურიელსა და იონას შორის შემეცნებითი სახის დიალოგი. გურიელმა უთხრა, რომ ეს ნივთი არის ,,გზის საპოვნელი ორღანო" მაგნიტის ისრით, რომელსაც ,,მეხომალდენი" ანუ მეზღვაურები იყენებდნენ, ,,მაღნიტის'' ისარი ჩრდილოეთისა და სამხრეთისკენ დგება. ამის შემდეგ თავად გურიელმა სთხოვა იოანეს, განემარტა თუ რა თვისება ქონდა კომპასს(მაღნიტს) და როგორ მიიზიდავს იგი რკინას. და ამას მოყვა საუბარი როგორც წერია ,, ბაასი მაღნიტისათვის'', განმარტება გურიელს დიდად ეამა, ამ საუბრის დროს გურიელმა ხომალდის პატრონს ცხენის ყიდვა შესთავაზა, პატრონი ჩაჯდა ზაში და ჭახრაკზე დაკიდებული თოკის მექანიზმით ორი კაცის დახმარებით ამოსწიეს მიიწიდან ხომალდზე, ასევე ცხენიც, რომელიც ნათქვამია, რომ საკმაოდ მოხერხებულად და მარდად ,,ყაფაზით ამოიყვანეს",, იოანემ ეს რომ დაინახა მოიწონა და დასძინა " ,,აჰა მეხანიკოსობა,რომელიც ძნელთა საქმნელთა საქმეთა ადვილად აწარმოებენ მეხანიკოსნი" მექანიკოსობა, როგორც საქმე,რომლის მეშვეობითაც მექანიკოსები რთულად შესასრულებელ სამუშაოს ადვილად აკეთებენ. აქედან დაიწყო საუბრის მეორე ფაზაც, იოანეს ცოდნით მოხიბლული გურიელი დაინტერესდა ისეთი საკითხების განმარტებისა და შემეცნების მოსმენით როგორიც იყო ,,საუბარი მეხანიკისა და ნავიგაციისთვის" . იოანემ განუმარტა და გურელმა მადლობა გადაუხადა და გამოუტყდა, რომ მას აქამდეც სურდა სცოდნოდა მეტი ხომალდის შესახებ, მაგრამ მასავით საზრიანად და გასაგებად ვერავინ განუმარტა.
გურიელმა აქვე გადაამოწმა და შეეკითხა სტუმარს (იოანეს) იქ მდგარი ხომალდების დანიშნულებისა და რაობაობის შესახებ.
გურიელი :,,ეს ხომალდნი ხომ სავაჭრო არიან?"
ამაზე პასუხად იონესგან რჩევის შემცველი პასუხი მიიღო. რომ ეს ხომალდები დიახ, სავაჭრო საქმისთვის გამოიყენება და მთავარსაც უნდა უნდოდეს ისწავლოს ,,ვაჭრობა" კომერცია, რაც თავის სამთავროს სიმდიდრეს შესძენს და შემოსავალს გაუზრდის.
ამას მოყვა გურიელის კითხვა ,,
გურიელი : - რა არის კომერცია?"
როგოც ავტორი იოანეს ენით წერს:
იოანე : - კომერცია ანუ მოფარდულობა '' არის ერთგვარი ხელოვნება ვაჭრობის საწარმოებლად, გამოყენებადი ნივთების ერთი-მეორეში გაცვლა" საქონლის ყიდვა და გაყიდვა უფრო მეტი მოგებისა და სარგებელის განზრახვით.
გურიელი : - დიდი ხანია ამ ხელოვნებას (ვაჭრობა) დაწყებულია ერთა შორის?
იოანე : - ფრიად დასაჯერებელია რომ იგი საკმაოდ ძველია რაც ქვეყნიერება არსებობს. დასაბამიდან ეს იყო ერთა შორის გაცნობისა და ნივთთა გაცვლა-გამოცვლის, იმით ვაჭროების საშუალება, თუ ვისაც რა სჭირდებოდა. იმ დროის შესაფერისად ყოფა- ცხოვრებისათვის. დღესაც არსებობს მსოფლიოში ის ხალხი რომლებიც აწარმოებენ ვაჭრობას, მაგ. ლაპლანდიასა და ციმბირში, ასევე აზიის ქვეყნებს,აფრიკისა და ამერიკის კონტინენტის ხალხთა შორის ხდება გაცვლა-გამოცვლა (ბარტერი) (რედ.ზ.მ) და ვაჭრობა ერთმანეთში ასევე სხვებთანაც.
გურიელი დაინტერესდა ფულის არსებობის და გამოყენების შესახებაც.
გურიელი : - ,,მონეთი ანუ თეთრი" თუ იყო საჭირო მისი გამოყენება და ძველი დროში ხალხი თუ იყენებდა მას?
იოანე : - დასაბამში ძველ დროში პირვეელად არავინ იცოდა რა იყო მონეთი და თეთრი,მაგრამ შემდგომ მოხდა მისი ,,მოპოვება'' კომერციისათვის მისი გამოყენება.
გურიელი : - როდის შემოიღეს და დაიწყეს თეთრის გამოყენება, რა და რა სახეობის იყო ის ძველ დროში?
იოანე : - პირველად სხვდასხვაგვარ თეთრს იყენებდნენ, ტყავის ნაჭრისგან დამზადებულს, შემდეგ თეთრის მაგიერობას წონის მიხედვით ნაჭე-ჭერი ოქრო და ვერცხლი,სპილენძი და თითბერი (შენადნობი სპილენძისა და თუთის ნაჭერი. ზ.მ) წევდა. ხოლო ბოლოს დაიწყეს ფულის დაჭედვა და მასზე ბეჭდის გამოსახვა.
გურიელი : რომელი ხალხი იქცა განსწავლულად ყველაზე უკეთ კომერციაში (ვაჭრობაში) ?
იოანე : პირველად ფინიკიელები, მერე ეგვიპტელები,კართაგენელები(აფრიკა), ათინელნი (ბერძნები),როდოსელნი,რომაელები,ღალლნი (გალები) და მერე ფრანცუცნი (ფრანგები) და ფლამანდელნი. ხოლო ამჟამად ჩვენს დროში ინგლისელები, ღოლანდიელები (ჰოლანდიელები) ,ვენეციანნი )(ვენეციელები) ღენუეზნი (სავარაუდოთ გენუელები ზ.მ). ამ ხალხმა მართალია სხვა ერებზე მეტი იციან კომერციისა და ვაჭრობისა, მაგრამ ვაჭრობაში, ამათში მოწინავე და ''უმჯობესი" ღოლანდიელები (ჰოლანდიელები) არიან.
გურიელი : კომერციის ,,მოსწავლემ''(შემსწავლელმა) კიდევ რა უნდა იცოდეს ვაჭრობის დროს?
იოანე : კომერციის სწავლით დაინტერესებულებმა ,,მოსწავლეთა''(ორიგ.) უნდა იცოდნენ ორი დარგი : ,,ესე იგი, არიხმეტიკა (არითმეტიკა) და გვარი მწერლობისა (ლიტერატურა) და მეორე ''ღეოღრაფია'' (გეოგრაფია) ანუ ქვეყნის აღწერა თუ რომელს ქუეყანაში რომელი ნივთი გვარობს და რომელს ქვეყანაში იგი ნივთნი უფრორე განისყიდებიან"(კლმს.2ტ გვ.52) აგრეთვე უნდა ქონდეთ კავშირი, ყველა ქვეყანაში უნდა ყავდეთ ხალხი და იცოდნენ (,,მუნებურთა მდგომარებათა") იქაურთა მდგომარეობა.იმ ქვეყანაში რაიმე ნiვთი თუ გაძვირდა ან გაიაფდა ,ან არეულობაა, ამ ყველაფრის მიხედვით დაიჭირონ უნდა თადარიგი. ვაჭრობისათვის დროდ უფრო კარგია ზაფხული, ვინც ,,ხომალდს ამუშავებს",(ორიგ.), ხოლო ზამთარი იმათ ვინც ურმითა ან აკიდებული ცხენ-ჯორებით ვაჭრობს იმათთვის ნაკლებად წარმოადგენს დაბრკოლებას."
გურიელი : ცხენის საკიდრით უმჯობესია ვაჭრობა თუ ხომალდით?
(ეს საუკეთესო თემაა იოანესთვის განსამარტადაც და საბაასოდაც.)ზ.მ
იოანე : ვთქვათ ერთმა ცხენმა წაიღოს ორმოცი ლიტრა ან მეტიც, მაგრამ სავაჭრო ხომალდი ორმოცი ათას ლიტრსაც წაიღებს და თქვენ თვითონ დაფიქრდით რომელი უფრო მეტს ივაჭრებს. გარდა ამისა აზიაში ვინც ვაჭრობს ტვირთის ცხენ-ჯორებითა და აქლემებით, საკმაოდ ჰყავთ საქონლის წამოსაღებლად საკიდარი პირუტყვი და არიან მდრიდარნიც". მაგრამ ვინებიც ხომალდებით ვაჭრობენ სანაპირო ქალაქებში მიდიან და მეტი აქვთ სარგებელიც, აქედან უცხო ხეებსა და ქვებს ყიდიან თავიანთ ქვეყნებში, როგორც ეს ანგლიას(ინგლისი),სტამბოლს, პეტერბურღს და სხვა ქვეყნებს შორისაა. ამასთანავე ხომალდების მეპატრონენი მეტად მდიდარნიც არიან.
გურიელი : ეკადრებათ ,,კეთილშობილებს" (დიდგვაროვნებს) ვაჭრობა?
იოანე: აზიური ცნობიერებით - არა, ევროპულით - კი, თუმცა ცოტა ცოტა განსხვავება არსებობს ინგლისურ, ფრანგულ და დანარჩენ ევროპულ ტრადიციებს შორის (...) პასუხი:
გურიელი : უირას ამბობ?! მირჩევნია მოვკვდე, ანდა გავღარიბდე, ვიდრე ვივაჭრო.
იოანე : ბატონო გურიელო ზუსტად მაგიტომაც არის ჩვენი ხალხი მდიდარი, ამგვარ საქმეს რომ თაკილობენ (ირიბად უთხრა). აი შეხედეთ : ათასი ცხენი რომ გყავთ ერთ ჯოგში, თავისი ნამრავლით, ამდენი ძროხა და პირუტყვი, ამდენი პური და ღვინო, დაგითვთლიათ რამდენიგაგიჩუქებიათ,რამდენი შეუჭამიათ და შეუსვიათ?,,ვის როგორ უსხამთ ისე მიაქვთ''. (როგორც თქვენი რანგის ხალხს შეეფერება). თქვენი როგორც სხვა მთავრების საჭიროება ითხოვს ფულსა და შემოსავალს, და რომ გქონდეთ უნდა დაყიდოთ ნამატი საქონლისა,ღვინისა და ა.შ მაგრამ თქვენ არაფერს არ ჰყიდით, ამის სანაცვლოდ კი ყმების შვილებს ჰყიდით, შემოსავლის სურვილით ზოგნი გათათრდებიან კიდეც ,,თქვენის მიზეზით''. რომლით უფრო უმჯობესია ვაჭრობა?
(მაშინ იქ მყოფმა გურულებმა და დანარჩენებმაც ერთხმად იოანეს სიტყვა მოიწონეს და ,,კეცზე კვერი დაუკრეს" ზ.მ) : ,,ჭეშმარიტად სწორს უბნობს ბერი ესე''. (სწორს ამბობს ეს ბერი) .
გურიელი : სად უფრო პატივცემულია (არ ესირცხვებათ,დაფასებულია) ვაჭრობა?
იოანე : რესპუბლიკებში ჩვეულებრივ დიდად პატივცემულნი არიან ვაჭარნი, ხოლო იტალიაში არიან თავადები რომლებსაც არ რცხვენიათ სახლებისა და სასახლეების, დუქნებისა და სხვა ადგილების გაქირავება. ასევე აზიისა და აფრიკის საზღვრებს შორის არიან აფრიკელი მეფეები რომლებიც აწარმოებენ ვაჭრობას, თანაც ევროპელებთან ერთად.
გურიელი : როგორი უნდა იყოს გამოცდილი და კარგი ,,მცოდინარე'' ვაჭარი?
იოანე : მრავალმხრივ განსწავლაში აღზრდილი და გამოცდილებაში მყოფი, გარდა ამისა უნდა იცოდეს ზედმიწევნით ,,არიხმეტიკა (არითმეტიკა) საანგარიშოდ გამოსაყენებლად და თავისთვის საცოდნელად. ასევე სჭირდება სწავლა ,,ღეოღრაფიისა" ,როგორც ზემოთ მოგახსენეთ; ამასთანავე ცოდნა უნდა ჰქონდეს თამასუქის წერილების წერისა. ასევე უნდა იცოდე ,,კურცი ანუ სართაფი თეთრისა" (საუბარია ვალუტის კურსზე), მოიკო თუ მოიმატა ვერცხლისა და ოქროს ფულმან. ასევე უნდა ერკვეოდეს სამართალში, რადგანაც საჭიროებისამებრ საქმე რიგიანად აწარმოოს და რიგიანად გადაწყვიტოს თავისი საქმე სასამართლოში. საჭიროა იცოდეს სხვადასხვა ენები და მათზე საუბარი :'აზიური,ფრანციული,ანღლიური,ნემცური,იტალიანური,იშპანური და სხვანი.'' და რათქმაუნდა საკუთარი ენა უნდა იცოდეს ზედმიწევნით. ასევე უნდა იცოდეს იქაური ენა და ლიტერატურა სადაც ის დააფუძნებს თავის კომერციას (ვაჭრობას). სადაც იგი დამკვიდრდება სათანადოდ უნდა იცოდეს: ,,მუნებურთა სჯულთა და ჩვეულებათა" (საწმუნოება და და ტრადიციები, ყოფა-ცხოვრება რომლებიც ,,იქმნებიან მიცემულნი მისდა" და არიყოს მხოლოდ საკუთარი მშობლიური ტრადიციების ცოდნის იმედად.რათა იქაურებს ამ ტრადციებისა და წეს-ჩვეულებათა მიმართ მისი პატივისცემა და მორჩილება, აღსრულება აჩვენონ. იგი სადაც დამკვიდრდება იქ უნდა იყოს თავის საქმეში მართალი და სწორი, ვაჭრობისას პატიოსანი. შესაფერისი და სწორი ფასი უნდა დაადოს საქონელს, მოგება ზომიერი უნდა ნახოს და ასევე მოკლედ და გასაგებად დაუმალავად წერილობით მოახსენოს საბაჟოს თავისი შემოსავლის შესახებ.როგორც საქონლის (ქვეყანაში) შემოტანის ასევე გატანის დროს, ვაჭრობაში მოგებული თანხა არ უნდა იყოს სმაში, ცუდ და აღვირახსნილ ცხოვრებაში გაფლანგვის მიზეზით მოკლებული და დახარჯული. იყოს ,,ნამდვილ ზღვევასა შინა“ –( ნაღდ საფასურს, ნამდვილ,დაწესებულ გადასახადს იხდიდეს.)
ვაჭრობას თუ დაიწყებს, მაგალითად ათს თუ გადააქცევს თორმეტად (10+2) მაშინ ეს იქნება პატიოსანი მოგება. ხოლო ,,გასესხებასა შინა თეთრისასა'', ,,განვაჭრების დროს“ (გაყიდვა). - ფულისგასესხებისას იმაზე სარგებელზე ძვირად არ მისცე არავის თანხა (საუბარია ვახშზე.ზ.მ) არამედ როგორც წესია იმის მიხედვით. და ბოლოს შენი ის ხელქვეითები,მსახურები რომლებიც პატიოსნად და სინდისიერად ემსახურებოდნენ გაჭრობისას, სრულის პატივისცემითა და პატიოსნებითა და წესით დაკრძალე სიკვდილისას.
აქ წყდება საუბარიც. საუბრის შემდეგ როგორც ტექსტიდან ვიგებთ სახლში დაბრუნდნენ. ბერმა იოანემ რამდენიმე დღე დაჰყო აქ, და გურიელისგან დასაჩუქრებულმა გაუდგა გზას სხვა მხარისკენ. გზად საჯავახოს მოსასვლელ მთამდე გურიელმა ვინმე თავადი ნაკაშიძე გამააყოლა,საჯავახოს მოსული,ღამე აქვე გაათიეს, ცვრიან სისხამ დილით ერთი საინტერესო საუბარიც მოუხდათ ბერ იოანესა და თავად ნაკაშიძეს რაოდენ გასაკვირიც არუ უნდა იყოს ცვარისა და ნამის შესახებ, წიგნში : ,, საუბარი ცვართათვის, რთვილთა,ნამთა და თოვლისათვის''. ამაზე საუბრისას თავადმა ნაკაშიძემ ასეთი სიტყვაც კი უთხრა ბერ იოანეს: ,,ნეტარ შენ ყოფილიყავ ჩვენი ჯუმათელი,ბევრს რამეს გვასწავლიდითო!’’ (ნეტავ შენ ყოფილიყავი ან (იყო) ჩვენი ჯუმათელი საუბარია ჯუმათის მთ. ანგელოზთა სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარზე, სავარაუდოთ ეპისკოპოსზე. რადგან მაგ დროისთვის ჯუმათის მთავარანგელოზთა სახელობის მონასტერი წარმოადგენს ეპისკოპოსის კათედრას. (ზ.მ.)ეპისკოპოსი ბევრ ვისწავლიდით თქვენგანო).შემდეგ კი ერთმანეთს გამოემშვიდობნენ.იოანეს,ზურაბას გზა გაგრძელდა ,,საერისთაოს ვაკე სოფლებისაკენ და ბერი მივიდა ,,რაჭის საერისთაოსა ზეინდარს'.'
აქ დამთავრდა იოანეს ამბები გურიაში და ,,კამლმასობაც''.
(წარმოდგენილ მასალაში მოყვანილ ეპიზოდებსა და ცნობებზე საუბარი შეგიძლიათ მოისმინოთ ,,საზმაუს’’ ეთერში გასულ საავტორო გადაცემაში ,,იონას საქართველო“მეცხრამეტე სერია.
ნაშრომის შინაარსის საილუსტრაციოდ გამოყენებულია: დონ კრისტოფორო დე კასტელის (1597 — 1659) ნახატები; ზ.მ).
ავტორი : ზურა მურვანიძე |