Options

Today's Date

Saturday, December 14, 2019

“ ქალაქში სადაც სანთელი ღირს უფალზე ძვირი“... და ახალი წელი ყველგან არ დგება...


#ციკლიდან : “ ქალაქში სადაც სანთელი ღირს უფალზე ძვირი“*... და ახალი წელი ყველგან არ დგება...
ეპარქიაში სადაც მღვდელი ეპისკოპოსის გარეშე ტაძრის მაღაზიაში ვერაფერს ვერ გაყიდის უწილოდ, და ეპისკოპოსი “აზის“ ყველაფრის წილს, “ქალაქში სადაც სანთელი ღირს უფალზე ძვირი“...
სასულიერო სკოლები სადაც გადასახადია თანხა ისედაც, რა დაფინანსებაზეა საუბარი....
და კიდევ სხვა...
☝️[სასულიერო პირებს ეკრძალებათ საერო საქმეებით ქონების მოხვეჭა]
✍️✍️ქალკედონის IV მსოფლიო კრება (451 წ.) III კანონი.
⛪️⛪️პირადად მინახია მატერიალურად ღარიბი მონასტრები, და მინახია ვერნადებითა და კეთილმოწყობილი....
ამ ოცდახუთი მილიონიდან, ბოლოს და ბოლოს პირობითად ვამბობ წელიწადში ერთხელ, “თოვლის ბაბუას“ ან საახალწლო თადადგომის ცენტრს მაინც გახსნიდა კაცი🎅 
👩‍👩‍👧‍👧🧸🧸🧴🍣🍲ათასობით მშიერის დაპურებაა საახალწლოდ შესაძლებელი,ათასობით ბავშვი შეხვდება ბედნიერად და თბილად, დაცულად ახალ წელს....
👉👉ეკლესიის მსახურების ძირითადი სამი ფორმა არსებობს, ერთ-ერთია (Diakonia){დიაკონია}, ეკლესიის მესამე ამოცანა გლახაკთა მსახურებაა.🤝🤝🤝
ქრისტეს სიყვარულით განწმედილი და გათავისუფლებული ეკლესია "შიგნით" არის და-ძმური საზოგადოება, "გარეთ" კი - გლახაკთათვის და თავისუფლების მოსურნეთათვის მომსახურე კრებული.[1]
#პავლე მოციქული გვასწავლის :
" ხოლო თქვენ, ძმანო, თავისუფლებისთვისა ხართ ხმობილნი, მაგრამ ხორციელ განცხრომას ნუ მოახმართ თავისუფლებას, არამედ სიყვარულით ემსახურეთ ერთმანეთს.
რადგანაც მთელ რჯულს ეს ერთი მცნება მოიცავს: „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“. (გალ.5,13-14).
თვით #მაცხოვარი ბრზანებს:
".ეს არის ჩემი მცნება, რათა გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ.
არავისა აქვს იმაზე დიდი სიყვარული, ვინც სულს დადებს თავისი მეგობრისთვის.
თქვენ ჩემი მეგობრები ხართ, თუ ასრულებთ იმას, რაც გამცნეთ?" (იოან.15,12-13-14).
ზურა მურვანიძე (თეოლოგი)
* "ახალი თავისუფალი ლექსი" გ. დოლიძე
[1]დოგმატური თეოლოგია, ვარდიძე ვ. თბ.2007 (გვ.291)

No comments:

Post a Comment