(ფემინიზმი და თავისუფლების იდეები 20-იან წლებში)
➧ანალიზი და პარალელები დღევანდელობასთან თქვენთვის მომინდია⇦
თუ გადავხედავთ XX საუკუნის ოციანი წლების პერიოდს, (შეიძლება ბევრისთვის გასაკვირად), ბოლშევიკურ-რევოლუციონერული პარადიგმის მიღმა დავინახავთ რომ არსებობდა ფემინისტური და რაღაც გაგებით ლიბერალური მოძრაობები, სახელმწიფოსაგან და ისტორიული „მორალისა“ და ადათებისგან „გასათავისუფლებელი“ მოძრაობები. კოსმომოლებში (კომკავშირები და კრებები), აქტიურად ეწეოდნენ ,თავისუფლების“ იდეათა პროპაგანდას... რაც შეფერხებული და საბოლოოდ ჩამონგრეული იქნა ი. სტალინის მიერ (იდეათა სრული მიუღებლობის გამო)...
წამოიწყო ქალთა უფლებებისა და “გათავისუფლების“ საკითხების წინა პლანზე წამოწევა (მაგრამ არა ისე როგორც მოგვიანებით, და მეორე მსოფლიო ომის პერიოდის სსრკ-ში). ასეთი იდეების მატარებელი ხალხი მეტად „მიმწოლი“ რეაქციით, ზოგჯერ „ცხელი გონებით“ გადიოდნენ ფონს, მათთვის მთავარი მიზნის მიღწევა იყო.
.. წამოიწყო ჰიგიენისა და სპორტის პროპაგანდა, გაზეთებითა და მოკლე მეტრაჟიანი ფილმ-რეკლამებით... ქალის როლი მეტად!... გიმნასტიკის ვარჯიშები სახალხოდ (მაშინდელი გაგებით, უხერხული სამოსით)...
მთელი ყურადღება გადატანილ იქნა პატრიარქალური ინსტიტუტის ჩამოშლაზე...
➧1. „თავისუფალი ქალი, არა სამზარეულოს, არედ პლანეტის დიასახლისი.
➧,2. სიყვარულის თავისუფლება ქალის თავისუფლებაა,
ღვთის რწმენა, როგორც ქალის ჩაგვრის ხელსაწყო, ქართველი ქალი თავისი სამყაროს ძიებაში;
➧3. სიმარლე ქალთა უფლებების შესახებ, ცოლქმრულ ურთიერთობაში წესიერების მითები (ქმარი, როგორც მეფე და ჟანდარმი);
➧4. საწოლი როგორც ჩაგვრის ადგილი; ტაბუ როგორც ქალის მართვის ხერხი; ახალი სამოსი და სპორტი.“
დაიწყო მცდელობები ქალთა გათამამების, შემდეგი ფორმით : ,,ნუ აკეთებენ საჭმელს, ნუ ემსახურებიან ქმრებსა და ოჯახის წევრებს''.... ტფილისში პროტესტი გამოითქვა იმის შესახებ რომ ჩაიხანებში მხოლოდ კაცები იკრიბებოდნენ...
აქედან გამომდინარე გაჩნდა შიშები, რომ სახელმწიფოსგან სრული თავისუფლება ჰქონოდათ სიყვარულისა და სქესობრივი ურთოერთობის საკითხებში... ასევე ისეთი გაერთიანებების ან ჯგუფების ჩამოყალიბება, მაშინდელი რუსეთში არსებული ჯგუფების მაგალითზე - სადაც ისე ურთიერთცხოვრობდნენ „მსგავსი“ ახალგაზრდები , სრული ქაოსია მათი სქესობრივი ცხოვრებაო და ბავშვიც ვისგან ჰყავთ ეგეც გაუგებარიაო :) ... სოფლებში შიშიც იყო ოჯახის ცნების გაუქმებაზე....
წლების განმავლობაში ბოლშევიკებში და რადიკალურად მოაზროვნე ახალგაზრდობაში ჩამოყალიბდა ტრადიციული ადათებისა და ცხოვრების წესების საპირისპიროდ ,,თავისუფალი ცხოვრების“ წესი, რომელიც მხოლოდ თავისუფალ, უქორწინებელ ურთიერთობას კი არა ქორწინების ქვეშ მყოფთა თავისუფლებას და ქორწინების არსის გაუქმებას მოიაზრებდა....
მაშინდებური ამ მოძრაობათა და იდეის მატარებელთა გაგებით: სასირცხვილოდ ითვლებოდა სქესობრივ ურთიერთობებისთვის ისეთი მნიშვნელობისა და ღირსების მინიჭება როგორიცაა: სიწმინდე,პატიოსნება, ერთგულება. ( თუმცა საქართველოში ოჯახებისა და პატრიარქალური კონცეფციისა და ტრადიციის სიმტკიცემ ზემოთხსენებულ გავლენებსა და იდეებს გაუძლო).
ქმრისგან „ნდომით წატანება“ ოჯახური ჩაგვრის ფორმააო...
თუმცა ყოველი შიდა ბოლშევიკურ გაერთიანებებს მოიცავდა, რომლებიც არც პოლიტიკური ინტერესებით გამოირჩეოდნენ, არც ტროცკის ყურადღებას „იპყრობდნენ“ და როგორც იტყვიან მარქსის იდეებში “სუსტები“ გახლდათ...
ზეპირი გადმოცემებიც შემორჩა იმ დროის ხალხიდან, „გათავისუფლებული სიყვარულის ექსკურსიებისა“ და ორგიების შესახებ, მაშინდელი ახალგაზრდობის შეკრებების მიზეზად...
შინსახკომის, მაშინდელმა (ოგეპეუს) მოხსენებებმა, რომელთა მიხედვით ხდებოდა სქესთააღრევანი, „ფარული კლუბობა“ და გახრწნილი სიამენი,(მართალია ზოგიერთი მოხსენება „გაბერილი“ გახლდათ და გაზვიადებული), მაგრამ საბჭოთა მაღალ მოხელეთა მემარცხენე და მემარცხენედ შეტოვებული ბოლშევიკთა შეკრებებმა და შიდა ერთობებმა გამოიწვია შემდეგი კანონის მიღება : 1934 წელს სსრკ-ს რესპუბლიკებში პოლიტბიუროს უმრავლესობის გადაწყვეტილებით მამათმავლობა 5 წლით პატიმრობით ისჯებოდა.
(მოგვიანებით ვხედავთ რომ საბჭოთა კავშირის პოლიტიკა ქალისა და მამაკაცის თანასწორობით უფრო სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური შინაარსისა და აგიტაციის შემცველი გახდა, და ოჯახის სიმტკიცისკენ მომართული...)
ხლისტები•-რელიგიური სექტაა, ნახსენებია ჭაბუა ამირეჯიბის რომანში ,დათა თუთაშხია“ , რომანის მიხ. (ამ სექტის წევრებს შეუძლიათ სურვილისამებრ ამ სექტის ნებისმიერ წევრთან ჰქონდეს სქესობრივი კავშირი).
ზურა მურვანიძე
No comments:
Post a Comment